
ევროკავშირმა სერბეთს დაფინანსება გაუყინა, ვიდრე ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სერბული მედია ავრცელებს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერბეთისგან ელოდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში დამტკიცებულ ცვლილებებს.
ბრიუსელში ამბობენ, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გაგრძელდეს.
„ამჟამად განვითარების გეგმის ფარგლებში ყველა გადახდა შეჩერებულია მართლმსაჯულების სფეროში უკუსვლის გამო. ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა არ განახლდება“, – განაცხადა კოსმა.
როგორც სერბული მედია წერს, თუ ქვეყანა რეაგირებას მოახდენს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რომლებიც სასამართლო სისტემისა და პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში დამტკიცებულ ცვლილებებს ეხება, ევროკომისია დამატებით შეფასებას ჩაატარებს და შემდეგ გადაწყვეტს, აღდგება თუ არა ფინანსური დახმარება.
მედიის ცნობით, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, სერბეთისთვის განკუთვნილი თანხები იმავე პროგრამაში ჩართულ სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026