
2022 წელს ევროკავშირს თავშესაფარი საქართველოს, თითქმის, 29 000-მა მოქალაქემ მიმართა, რაც დაახლოებით, ორჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია, ევროკავშირის მიგრაციის სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გასულ წელს, თავშესაფარი საქართველოს 28 797-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც 26 400-ზე მეტი იყო პირველადი განაცხადი, 2 397 განმეორებით.
2022 წელს, ევროკავშირმა განიხილა საქართველოს მოქალაქის 18 850 განაცხადი, უარის რაოდენობამ შეადგინა 18 089 (96%). ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 468-მა ადამიანმა მიიღო, დამატებითი დაცვა 258-მა, განსახილველი განცხადებების რაოდენობა 15328-ია.
საქართველოს მოქალაქეების განაცხადების სტატისტიკა წლების მიხედვით: 2014 - 8728; 2015 - 8049; 2016 - 8573; 2017 წელი - 11 579; 2018 წელი - 19 959; 2019 წელი - 22 118; 2020 - 8508; 2021 -14 647; 2022 - 28 797.
მანამდე „რადიო თავისუფლება“ იტყობინებოდა, რომ 2014-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად გერმანიასა და საფრანგეთში ითხოვდნენ. 2022 წელს საგრძნობლად გაიზარდა ირლანდიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განცხადებების რაოდენობა.
0
0