
„ეს არის ყველაზე სწრაფი და მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელიც ევროკავშირს ოდესმე დაუმტკიცებია“, - განაცხადეს ევროპელმა ფინანსთა მინისტრებმა.
სანქციების ახალ რაუნდში შემავალი რუსი ფიზიკური ან იურიდიული პირების ვინაობა არ გახმაურებულა.
„ახალი სანქციების მიხედვით, ნებისმიერი რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის აიკრძალება კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ასევე სარეიტინგო საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი სააბონენტო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
შემდგომი სავაჭრო შეზღუდვები შეეხება რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების საგნების ექსპორტს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ყველა - 27 წევრ ქვეყანას - საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ სავაჭრო ტარიფების დონე ყველა რუსულ საქონელზე“, - თქვა ლე მაირმა.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოებული სანქციები ასევე ეხება „ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კრემლის ნარატივს ავრცელებენ. სანქციები უწესდება ძირითად კომპანიებს ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელ სექტორში“.
0
0