ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს - მაკკეინის ინსტიტუტი
20/09/2024
22:44
არჩევნები 2024
A-
+A
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
მისიის მიზანი საარჩევნო ლანდშაფტისა და მოახლოებული არჩევნების ჩატარებისა და კეთილსინდისიერების რისკების შეფასება იყო.
ანგარიშში ასახულია შვიდი ქმედება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა უნდა განახორციელონ საქართველოში არჩევნების წინ:
- მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სჭირდება ერთსულოვნება სხვადასხვა სანქციასთან დაკავშირებით, მიზნობრივი სამგზავრო აკრძალვები შეიძლება შემოღებული იყოს „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს.
- აშშ-ს კონგრესმა უნდა მიიღოს კანონმდებლობა „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომელიც ამომრჩევლებს ეუბნება, რომ მას აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
- აშშ-ის მთავრობამ უნდა განიხილოს პირადი და ფინანსური სანქციები „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის.
- ევროკავშირმა შეიძლება განიხილოს ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სადავო საკითხია, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ ეს ქმედება რეალურად აჩვენებდა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგებს.
- აშშ-ისა და ევროკავშირის სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში, მათ შორის შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული გადასახადების ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით.
- საჭიროა დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებით რეგიონული მედიასაშუალებების ფინანსური მხარდაჭერა.
- აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ტარდება შეფერხებული არაპარტიული დაკვირვებით და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმით
ანგარიში რეკომენდაციას უწევს შემდეგ ქმედებებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ უნდა განხორციელდეს:
- საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს არჩევნების მთლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს. ხმების პარალელური დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგი ასევე გადამწყვეტი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების ოფიციალური შედეგების დასადასტურებლად.
- ევროკავშირმა და აშშ-მა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელონ არჩევნების შემდგომ დამკვირვებელთა ძალისხმევაში. აშშ-მა უნდა განიხილოს კონგრესის ორპარტიული დელეგაციის შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ ქართველ დამკვირვებლებს, მომიტინგეებს და, შესაძლოა, როგორც შემაკავებელი ფაქტორი ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და დევნის წინააღმდეგ.
- თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაც დამკვირვებლების მიერ იქნება დადასტურებული, საერთაშორისო საზოგადოება უნდა დააკვირდეს პოსტსაარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით ხელისუფლების პასუხს მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ვადა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს არალიბერალური ნარატივის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ ჩახშობასა და სადავო კანონმდებლობის მიღებას. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არა შეუძლებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს 2/3 უმრავლესობა, რომელიც საჭიროა პოლიტიკური ოპოზიციის აღმოსაფხვრელად და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევისთვის.
- ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება მანამ, სანამ რეფორმები კანდიდატობის მოთხოვნების შესაბამისად არ გატარდება.
- კონგრესმა უნდა მიიღოს საქართველოს შესახებ კანონმდებლობა, თუ „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და გააგრძელებს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღებას (როგორიცაა LGBTQ შეზღუდვები).
- თუ საქართველო განაგრძობს თავის ავტოკრატიულ ტრაექტორიას, საერთაშორისო საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს: 1) ნებისმიერი პარტნიორობის ღირებულება საქართველოს ავტოკრატიულ მთავრობასთან, განსაკუთრებით თუ გაგრძელდება ანტიდასავლური რიტორიკა; და 2) არის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობა სანდო პარტნიორი.
- ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ უდავოდ დაუჭერენ მხარს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას.
- თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად გამოაცხადებს, მაგრამ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვანი შეფერხებებს შეუქმნიან ან ისინი გამოაცხადებენ სერიოზულ დარღვევებს, რაც შედეგებს არასანდოდ აქცევს, საერთაშორისო ზეწოლა არსებითი იქნება.
- შედეგის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები.
0
0
279
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%