24/06/2022
21:27
პოლიტიკა
ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუღო კარი, მაგრამ ივანიშვილმა დახურა თავისი მმართველობით. ეს არ არის მმართველობა, რომლითაც შევალთ ევროკავშირში ან მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმდა, მან დაკარგა რწმენა იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მოლაპარაკებებს.
„ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუღო ევროკავშირის კარი, ეს მინდა ქართველ ხალხს მივულოცო, მაგრამ ივანიშვილმა დახურა მისი დღევანდელი მმართველობით. ეს არ არის მმართველობა, რომლითაც შევალთ ევროკავშირში ან მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ამიტომ დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გულისთქმა უნდა გამოხატოს.
ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც მოლაპარაკებების შემდგომ მივაღწიეთ შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“, შემდგომ ისინი გამოვიდნენ ამ შეთანხმებისაგან, რამაც ძალიან დააზიანა ჩვენი ქვეყანა. ყველა ჩვენი შემდგომი მოწოდება, რომ დაბრუნებულიყვნენ შეთანხმებას, იქნა უგულებელყოფილი და დაგვცინეს. ჩვენ სრულად დავკარგეთ რწმენა იმისა, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ მოლაპარაკებებს. დაველოდოთ ქართველი საზოგადოების განცხადებას, რომელიც შეკრებილია და შემდგომ ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0