
სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია ,,სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის’’ ხელმძღვანელის ანდრეი დანკოს განცხადებით, ევროკავშირმა, შეერთებული შტატების მსგავსად, შესაძლოა უკრაინას მის მხარდაჭერაზე დახარჯული თანხის დაბრუნება მოსთხოვოს.
მისი თქმით, ის ძალიან ნაწყენია, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში "გამომწვევად" გაემგზავრა. "მე მჯერა, რომ [ლაიენი] იქ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხავს - თუ ის ამერიკელებს მინერალებს აძლევს, რას შესთავაზებს ევროკავშირს? და მე ვკითხავ სლოვაკეთს: როგორ დაგვიბრუნებს ზელენსკი 3,5 მილიარდ ევროს, რომელიც ჩვენ უკრაინას გავუგზავნეთ?... თუ გერმანელები, ფრანგები და ამერიკელები თავიანთ ფულს ითხოვენ, სლოვაკეთი ვერ გაჩუმდება", - თქვა ანდრეი დანკომ.
დანკომ აღნიშნა, რომ ეს უზარმაზარი თანხაა ბრატისლავასთვის და სლოვაკეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინას საკუთარი მშპ-ს პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით.
0
0