15/11/2022
08:34
მსოფლიო
ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო დამატებითი სანქციები დააწესა. შეზღუდვები დაუწესდა 29 ფიზიკურ პირსა და სამ ორგანიზაციას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები შეეხო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებსა და ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს.
როგორც გამოცემა წერს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დგას ირანელი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტს, მოთხოვნებსა და შეხედულებების თავისუფლად გამოთქმის უფლებას.
ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. უფლებადამცველების მონაცემებით, დაპირისპირებისას მოკლულია 341 მშვიდობიანი დემონსტრანტი, 15 800-ზე მეტი კი დაკავებულია.
0
0