-share.jpg)
თავად ევროკავშირის პარლამენტმა გამოსცა დირექტივა, სადაც კი არ სთხოვს, პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც უცხოური სახელმწიფოს როლს გამოავლენს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩარევა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„აქედან ჩანს, რომ ევროპის კავშირი არის ერთი დიდი ოჯახი და ყველა ქვეყანა ცხოვრობს ერთი წესით. აბა ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ გაბედოს და სხვის ქვეყანაში ჩაყოს ცხვირი. ევროკავშირის ქვეყნები პირველ რიგში საკუთარ სუვერენიტეტზე ფიქრობენ და მერე ფიქრობენ ევროკავშირის ინტერესებზე. ყველა გამოდის საკუთარი ინტერესებიდან. ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ხვალ ან ზეგ, ამ ქვეყანაში რამე რომ მოხდეს, არც სტოლტენბერგი და არც სხვა ჩინოვნიკები გვიშველიან. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.
0
0