
"საბოლოო ჯამში, ყველაზე ანტიქართული და შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა "ცალმხვრივმა" და დაუძინებელმა ხუთმა "მეგობარმა" გააჟღერა - უმრავლესობის მხრიდან მოწონებული არ იქნა. ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა "დიფ სთეიტის" აგენტურის ავანტიურული სცენარი, რაც ღრმად დასნეულებული ევრობიუროკრატიის პირობებშიც კი - ანტიქართულ ფრონტზე მარცხად შეიძლება შევაფასოთ." - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა:
"დასრულდა ანტიქართული ევრომინისტერიალი, უფრო სწორად - "ევრო-ისტერიალი". ევროკომისარი კაია კალასი დღეს თბილისს წერილს გაუგზავნის, სადაც ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერების წინ ხუთპუნქტიან ულტიმატუმს გააჟღერებს: ოპოზიციის რეპრესიების შეჩერება, მედიის რეპრესიების შეჩერება, საზოგადოებრივი აქტივისტების რეპრესიების შეჩერება, "პოლიტპატიმრების" გათავისუფლება და "რეპრესიული" კანონების გაუქმება.
საქართველოს "ცალმხვრივმა" მეგობრებმა: ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა გამოვიდნენ ინიციატივით - ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერება დამოკიდებული იქნებაო ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე. ანუ - არჩევნებს ჩვენი ოპო-შერეკილებისაგან განსხვავებით ლეგიტიმურად ცნობენ, მაგრამ თუ ისევ ხელისუფლებამ გაიმარჯვაო - მაშინ მოქალაქეებს ვიზებს დავუწესებთო.
რა თქმა უნდა, მკაფიო პრო-ქართული პოზიცია გამოხატა უნგრეთმა და სლოვაკეთმა. მაგრამ, არა მხოლოდ ამ ორმა. მოქალაქეებზე გავრცელებული სავიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ: საბერძნეთი, სლოვენია და ავსტრია. ამ უკანასკნელმა პირდაპირ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ ის თვითონ უბიძგებს საქართველოს, იძულებული გახდეს და დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.
გარდა ამისა: ბელგიამ, ჩეხეთმა, დანიან, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და ორმა EU-ს არაწევრმა ქვეყანამ (ისლანდია და ნორვეგია) - მხარი არ დაუჭირეს მკვეთრი ზომების მიღებას, თუმცა ცალკეული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ. ასე რომ, მონაწილეთა უმრავლესობამ დაბალანსებული დამოკიდებილება გამოავლინა, დიალოგსა და ესკალაციის თავიდან აცილებაზე აქცენტირებით, თუმცა ზომიერების ფარგლებში - საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელების მხარდაჭერით.
საბოლოო ჯამში, ყველაზე ანტიქართული და შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა "ცალმხვრივმა" და დაუძინებელმა ხუთმა "მეგობარმა" გააჟღერა - უმრავლესობის მხრიდან მოწონებული არ იქნა. ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა "დიფ სთეიტის" აგენტურის ავანტიურული სცენარი, რაც ღრმად დასნეულებული ევრობიუროკრატიის პირობებშიც კი - ანტიქართულ ფრონტზე მარცხად შეიძლება შევაფასოთ." - განაცხადა ქართველიშვილმა
0
0