-share.jpg)
ევროკავშირისა და G7 ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 9%-მა დატოვა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია შვეიცარიის სენტ-გალენის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია იუწყება, პროფესორებმა საიმონ ივენეტმა და ნიკოლო პიზანმა ევროკავშირისა და G7-ის კომპანიების რუსეთიდან ძალიან მცირე გასვლა დააფიქსირეს.
„მათი დასკვნები უარყოფს ნარატივს, რომ დასავლური ფირმები მასობრივად ტოვებენ ბაზარს. ფაქტობრივად, ამ ქვეყნებში მდებარე ბევრმა კომპანიამ წინააღმდეგობა გაუწია მთავრობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლას, დაეტოვებინათ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დროისთვის რუსეთში მოქმედი 2 405 შვილობილი კომპანიიდან 1 404 კომპანია ევროკავშირიდან და G7-იდან იყო. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს, Evenett-ისა და Pisani-ის კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ კომპანიების ამ ჯგუფის 9%-ზე ნაკლებმა დატოვა მინიმუმ ერთი შვილობილი კომპანია რუსეთში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ბაზრიდან გასვლის განაკვეთები თითქმის უცვლელი დარჩა 2022 წლის მეოთხე კვარტალში.
0
0