02/12/2021
12:59
მსოფლიო
მისი თქმით, ვაქცინაცია გადამწყვეტი იქნება "ძალიან გადამდები" ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ომკირონით“ დაინფიცირების შემთხვევები უკვე ორ ათეულ ქვეყანაში დაფიქსირდა, რის გამოც, მიმდინარე თვის დასაწყისში, ევროკავშირმა სამოგზაურო შეზღუდვები გაამკაცრა. ევროპულ ქვეყნებში „ომიკრონის“ შემთხვევები კიდევ უფრო იზრდება.
ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირის წევრებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხის განხილვა „გასაგები და მიზანშეწონილია“ იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის მესამედი არავაქცინირებულია.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ პირველადი დაკვირვებით, „ომიკრონის“ ვარიანტის უმეტესი შემთხვევები "მსუბუქი" იყო.
„ომიკრონი“ Covid-19-ის დომინანტური შტამი გახდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ოთხშაბათს დაფიქსირებული შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა გაორმაგდა და, ქვეყნის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.
0
0