15/04/2022
15:32
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვართან დაკავშირებით, გასაჯაროვდება თუ არა ის, არც ერთ ქვეყანაში ოპოზიცია ისტერიას არ აწყობს.
მისივე თქმით, საქართველოში ამ კუთხით კარგად ჩანს საკითხისადმი ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება.
„კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა აპირებს კითხვარის გასაჯაროებას. ძალიან კარგია ეს, რადგან ყველა ნახავს. მთავრობის მისი პასუხისმგებლობაა, რომ კითხვარი შეივსოს. ვხედავთ, აქაც ცდილობენ, რომ ყველაფრის გარშემო შექმნან ეჭვების ბურუსი. რა ეჭვები აქვთ არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას. სხვათა შორის, არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ეს კითხვარი გასაჯაროებული არ არის. როგორც წესი, სტანდარტია, რომ არ საჯაროვდება. ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აყენებს.
სამწუხაროდ, ჩვენთან კიდევ ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიაშია ყველა სკაითხის გარშემო. გასაჯაროდება კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთამ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს.
„ერთადერთი შეთავაზება მექნება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება და ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მასზე, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით. კითხვარი ხომ იქნება და შეუძლიათ თავად დაწერონ პასუხები “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0