ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცხოვრებლებს რუსული ენის შესწავლა მოუწევთ - ნატო-ს გენმდივანი
13/01/2025
22:22
მსოფლიო
A-
+A
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცხოვრებლებს რუსული ენის სწავლა მოუწევთ, თუ ამ ქვეყნების ხელისუფლება სამხედრო საჭიროებისთვის მეტი თანხის გამოყოფას არ დაიწყებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„თუ ამას არ გავაკეთებთ, ოთხ-ხუთ წელიწადში მოგვიწევს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში წასვლა“, - აღნიშნა მან.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე, გამოთქვა რწმენა, რომ აშშ არ დატოვებს ორგანიზაციას ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.
რუტეს აზრით, ამერიკის ხელმძღვანელობა მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირის მხარდაჭერას.
0
0
1043
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%