
Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკი გააფრთხილეს, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინას არარეალური მოლოდინები არ მისცეს.
როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, უკრაინის მოლოდინია, რომ ევროკავშირს 2026 წლისთვის შეუერთდება და ეს იდეა ბრიუსელმა უნდა შეაკავოს.
„არცერთ პოლიტიკურ ლიდერს სურს ისტორიის არასწორ მხარეს დადგომა... არავის სურს დაადანაშაულონ იმაში, რომ საკმარისად არ მუშაობს. ასე რომ, ისინი [ევროკავშირში უკრაინის პარტნიორები] ეუბნებიან უკრაინას, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. როგორც წესი, კანდიდატ ქვეყნებს ბლოკში გაწევრიანებამდე წლები, ხშირად კი - ათწლეულები სჭირდება“, - განუცხადა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა FT-ს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე შაბათ-კვირას კიევში ევროკავშირის კონტიგენტს უმასპინძლებს. ზელენსკი შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხს წამოაყენებს.
0
0