ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ კორონავირუსის პანდემიის დროს ვაქცინების შესასყიდად გაფორმებული კონტრაქტების საჯაროობა არ უზრუნველყო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
საქმე ეხება 2020 – 2021 წლებში ევროკომისიის მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს. სარჩელის ავტორები ევროპარლამენტის კანონმდებლები იყვნენ. როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპარლამენტს გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა სურდა, თუმცა ევროკომისიამ დეპუტატებს დოკუმენტების ნაწილი საერთოდ არ გადასცა, ხოლო ნაწილი - დარედაქტირებული სახით. ევროკომისიამ ეს კომერციული ინტერესების დაცვით ახსნა.
ამის გამო ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას სასამართლოში უჩივლეს. სასამართლომ მიუთითა, რომ ევროკომისიას უფრო მეტი ინფორმაციის გაცემა შეეძლო ისე, რომ კომერციული ინტერესი არ დაზარალებულიყო.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026