
ევროკავშირის მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწესებული ამჟამინდელი სანქციები არ მოიცავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, ამიტომ ეს ხელს არ უშლის პუტინს ბუდაპეშტში დონალდ ტრამპთან შეხვედრაში.
როგორც „ევროპული პრავდა“ იტყობინება, ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
ჰიპერმა განმარტა, რომ პუტინსა და ლავროვს აქტივების გაყინვა ემუქრებათ, მაგრამ არა მოგზაურობის აკრძალვა.
„პუტინსა და ლავროვს აქტივების გაყინვის სანქციები ემუქრებათ, მაგრამ არა მოგზაურობის აკრძალვა. ამიტომ ეს მათზე არ ვრცელდება... შეხვედრა ჯერ არ დადასტურებულა და ჩვენ ჰიპოთეტურ სცენარებზე კომენტარს არ გავაკეთებთ. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდება, ის მკაცრად ფაქტებს დაეფუძნება - მათ შესვლა არ ეკრძალებათ“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
0
0