14/04/2023
12:41
მსოფლიო
ევროსაბჭომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის ჯგუფი“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში აქტიური მონაწილეობის გამო სანქციების სიაში დაამატა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივი გახდა ასევე „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ უკრაინის ქალაქებზე, სოლედარსა და ბახმუტზე, თავდასხმების ხელმძღვანელობა.
„ვაგნერის ჯგუფთან“ ერთად, ევროსაბჭომ ასევე სანქციები დაუწესა რუსულ მედია ორგანიზაცია RIA Fan-ს „პრო-სამთავრობო პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში“ მონაწილეობის გამო. სანქცირებულ კომპანიებს „გაეყინა აქტივები“ და აეკრძალა ევროკავშირიდან თანხების მიღება.
„ევროკავშირის მიერ მიღებული შემზღუდველი ზომები ეხება ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამჟამად, სანქციები, სულ 1473 ფიზიკურ პირსა და 207 ორგანიზაციაზე ვრცელდება“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
0
0