23/06/2023
14:47
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მორიგი სანქციების მე-11 პაკეტი ძალაში შევიდა უკრაინაზე მისი თავდასხმის გამო. ამ პაკეტზე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ბრიუსელში 21 ივნისს შეთანხმედნენ.
ახალი შეზღუდვები მოიცავს „დრუჟბას“ ნავთობსადენის ჩრდილოეთ განშტოების გავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას, ევროკავშირში რუსული მისაბმელიანი ტრანსპორტირების შეზღუდვას, ასევე რიგ ზომებს, რომლებიც მიმართულია ადრე დაწესებული სანქციების გვერდის ავლით, კერძოდ, მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვა. სანქციები შეეხება 70 ადამიანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და 30 იურიდიულ პირზე, რომლებიც არღვევენ არსებულ სანქციებს.
გარდა ამისა, სანქციების სიას დაემატა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კიდევ 87 საწარმო, მათ შორის მესამე ქვეყნების კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ირანული უპილოტო საფრენის აპარატების გაყიდვაში.
სანქციები დაწესდა 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკის მიმართაც.
„დღევანდელი პაკეტი ზრდის ჩვენს ზეწოლას რუსეთზე. სანქციების გვერდის ავლით ვებრძვით რუსეთის იმ რესურსებს, რომლებიც მას ასე ესაჭიროება უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური ომის საწარმოებლად“ - თქვა ჟოზეპ ბორელმა, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
0
0