სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საფინანსო სტრუქტურის ამოქმედების წინადადებით გამოვიდა, რომელიც მანამდე COVID-19 პანდემიის დროს გამოიყენებოდა. 100 მილიარდ ევრომდე (104,3 მილიარდი დოლარის) ღირებულების საინვესტიციო პროექტის მიზანი უკრაინის აღდგენაში წვლილის შეტანაა.

ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ EU-Ukraine Gateway Trust Fund-ი (E-U GTF), საწყის ეტაპზე, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბიუჯეტიდან გრანტების, სესხებისა და ფინანსური გარანტიების სახით, 20 მილიარდი ევროს (20,8 მილიარდი დოლარის) გამოყოფას შეეცდება.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფინანსურ გარანტიებს მულტიპლიკატორული ეფექტი ექნება, რაც ინფრასტრუქტურულ (საერთო ჯამში, დაახლოებით 100 მილიარდი ევროს ღირებულების) პროექტებს განაპირობებს.
0
0