01/03/2023
11:14
მსოფლიო
ევროკავშირმა „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის“ (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადადო. მანამდე მისი შემოღება 2023 წლის ნოემბრიდან იყო დაგეგმილი.
უვიზო ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან მოგზაურებს, რომლებიც ევროპას 2024 წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე, მოგზაურობის ნებართვის მიღება დასჭირდებათ. განაცხადი მათ გამგზავრებამდე, ონლაინ უნდა შეავსონ.
ყველა მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება მოეთხოვება. ავტორიზაცია ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღამდე იქნება. ტურისტებს მოგზაურობის ავტორიზაციისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 7 ევროს გადახდა მოუწევთ.
ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად შვიდი ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.
ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.
0
0