15/12/2022
13:50
მსოფლიო
ოთხშაბათ საღამოს ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შინაარსზე. ამის შესახებ Reuters დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის ცნობით, სანქციების დამტკიცება შეფერხდა იმ უთანხმოების გამო, უნდა შეამსუბუქოს თუ არა ევროკავშირმა შეზღუდვები რუსული სასუქების ექსპორტზე ევროპული პორტებით, თუნდაც იმ შემთვევაში, თუ კი ეს შეეხება სანქცირებული რუსი ბიზნესმენების მფლობელ კომპანიებს.
ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ექსპორტის შეზღუდვები საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებას, ზოგი კი ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება რუს ბიზნესმენებს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.
როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არწმუნებენ სხვა ქვეყნებს, რომ თავს იტყუებენ, თუ ფიქრობენ, რომ რუსულ სასუქებთან დაკავშირებული შემსუბუქება შავ ხვრელად არ იქნება გამოყენებული.
0
0