14/11/2023
00:44
მსოფლიო
ევროკავშირი მზადაა სომხეთში მისია გაზარდოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის.
„ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება და ამას ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე მძიმე შედეგები ექნება“, - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა და სომხეთის მოქალაქეებისთვის „ვიზა ლიბერალიზაციის ვარიანტი“.
0
0