
ევროკავშირთან მიღწეულია სავაჭრო შეთანხმება - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპის სიტყვებით, შოტლანდიაში გამართულ მოლაპარაკებებზე, მიღწეულია შეთანხმება:
ევროკავშირი შეიძენს შტატებიდან $750 დოლარის ღირებულების ენერგომატარებლებს, მოახდენს შტატების ეკონომიკაში $600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.
ევროკავშის პროდუქციაზე შტატებში დაწესდება 15% საბაჟო ტარიფი, ფოლადზე და ალუმინზე ნარჩუნდება 50%-იანი ტარიფი. ევროკავშირში ამერიკულ პროდუქციის იმპორტზე საბაჟო ტარიფი იქნება - 0%.
უკრაინის ომი თავის "საქმეს აკეთებს". რუსეთის იაფი რესურსი ჩანაცვლდა ამერიკულით. მკვეთრად გაიზარდა შტატებზე დამოკიდებულება ენერგორესურსების კუთხით. ევროკავშირმა ვალდებულება აიღო ამერიკისგან იყიდოს $750 დოლარის ღირებულების ენერგომატარებლები.
ევროკავშირის ქვეყნებმა გაზარდეს თავდაცვითი ხარჯები. თუ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ამერიკისთვის მიუღწეველ ამოცანათ დარჩა ალიანსის წევრი ქვეყნების იძულება დაეხარჯათ მშპ-ს 2%, დღეს ისინი დათანხმდნენ თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდას. შეიარაღების უდიდესი ნაწილის შესყიდვა მოხდება შტატებისგან ევროპაში ალტერნატივის სიმცირის გამო. ევროკავშირი შტატებისგან ასევე შეიძენს შეიარაღებას უკრაინისთვის. ამიერიდან ეს მისი ხარჯია.
საკუთარ ეკონომიკაში ინვესტირების ნაცვლად, ევროკავშირი იღებს ვადებულებას მოახდინოს $600 მილიარდი დოლარის ინვესტირება შტატებში.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადა სავაჭრო შეთანხმება შტატებთან ევროპას მოუტანს სტაბილურობას... საკმაოდ ძვირი უჯდება ევროპას თავდაცვა რუსული საფრთხისგან, არადა ჯერ კიდევ 2014 წელს მსგავსი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა
0
0