
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პანელზე “უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი” სიტყვით გამოვიდა.
"მოგახსენებთ, ეს არის საჭიროება და ეს გახლავთ ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციის თვალსაზრისით იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოების საჭიროება გახლავთ. ის, რასაც უნდა გრძნობდეს ევროკავშირი. იმიტომ, რომ ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს რას წარმოადგენს ომი უკრაინაში. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი იყოს მაგალითად ბალტიის ქვეყნებში და ყოფილმა და წინა გაფართოებამ უზრუნველყო უსაფრთხოება მთლიანად ევროკავშირში და შემდეგი გაფართოება იქნება დამატებული უსაფრთხოების ღირებულების მატარებელი ევროკავშირისთვის და ჩვენთვის. აი, ეს გახლავთ სოლიდარობა და გაზიარებული ღირებულებები. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხი, რომელიც არის საერთო ჩვენთვის, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ, ეს გახლავთ შავი ზღვა. რუსეთი რასაც ახლა აკეთებს, ეს იყო, ფაქტობრივად, გაცხადებული 2007 წელს, რომ იგი არ მისცემდა უფლებას დასავლეთს შესულიყო შავი ზღვის რეგიონში. 2007 წლის შემდეგ რა მოხდა, 2008 წლის საქართველოს მოვლენები, შემდეგ მოყვა ყირიმი, ისევ შავი ზღვის რეგიონი და ომი უკრაინაში. ანუ რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს ამას. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, ევოკავშირის ინტერესებში შედის საქართველოს უსაფრთხოება, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთს გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვის აუზში. რის გაკეთებასაც იგი ცდილობს, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მომავლისთვის...," - ამბობს ზურაბიშვილი [ფორმულას სინქრონული თარგმანი].
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. 17 თებერვალს მან შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან. მანამდე კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.
0
0