12/12/2022
14:58
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ბრიუსელში შეხდებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა განიხილონ ევროკავშირის ამ პროგრამის მიმდინარე მდგომარეობა და მისი მომავალი.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოსეპ ბორელმა დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვექნება შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან. მათგან სამი კანდიდატი გახდა, ერთი ქვეყანა, ბელორუსია, ძალიან შორს არის ევროკავშირისგან. ეს ყველა ძალიან განსხვავებული ქვეყნებია და მიდგომა, რომელიც თავდაპირველად იყო მიღებული, საჭიროებს გადახედვას და ეს უფრო და უფრო რთულდება“, - თქვა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი შეხვედრა მინისტრთა დონეზე, მონაწილე ქვეყნებთან, რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების შეხვედრა დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გაიმართება.
0
0