15/02/2026
13:11

"ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე პუტინი" - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ "პუტინით დაშინების გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია", ხოლო ბრიუსელი "პირდაპირი საფრთხის წყაროა". ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მისი მთავარი მეტოქის - პარტია "პატივისცემა და თავისუფლების" ლიდერის, მხარდაჭერაში. მათ უნგრეთში სჭირდებათ ვინმე, ვინც ბრიუსელის მოთხოვნებს არასდროს ეტყვის "არას". ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები არიან არა უნგრული ოპოზიციური პარტიები, არამედ მათი პატრონები ბრიუსელში", - განაცხადა ორბანმა.
"უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვარს, აღმოსავლეთის კი არა, ბრიუსელის უნდა ეშინოდეთ. პუტინით ხალხის დაშინება პრიმიტიული და არასერიოზულია. ბრიუსელი კი ხელშესახები რეალობა და გარდაუვალი საფრთხის წყაროა. ეს მწარე სიმართლეა და ჩვენ ამას არ შევეგუებით", - აცხადებს ორბანი.
0
0