25/08/2025
15:28

როგორც სავაჭრო საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა პასკალ ლამიმ ამერიკულ გამოცემა Politico-ს განუცხადა, ევროკავშირი იძულებული გახდა ვაშინგტონთან წამგებიანი სავაჭრო გარიგება დაედო, რადგან ევროპა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ფაქტობრივად შეერთებული შტატების მძევალი გახდა.
„ჩვენ კვლავ ამერიკული სამხედრო და სტრატეგიული დაცვის მძევლები ვართ, უკრაინა კი საშინლად მტკივნეული თემაა. ბრიუსელს ტრამპზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელების ეშინია, თუმცა ამისთვის ეკონომიკური ბერკეტები არსებობს. თუმცა, ევროკავშირში ამის გაკეთება არავის სურს, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ შტატები უბრალოდ „ჩააგდებს“ უკრაინის თემას და შეწყვეტს კიევის დახმარებას. ჩვენ სრულიად უგულებელვყავით ის წესები, რომელთა შემუშვებაშიც ამერიკელებთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ამ წესების დარღვევაში დაგვადანაშაულებენ“, - დასძინა ლამიმ.
Politico ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებთან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დადებული სავაჭრო შეთანხმების პირობების მიღებამ ტრამპის ადმინისტრაციას საშუალება მისცა, გამოეცხადებინა ამერიკის გამარჯვება და დაემარხა ურთიერთობების სისტემა, რომელიც ვაშინგტონმა მოძველებულად გამოაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების პირობების მიღებამ ტრამპის ადმინისტრაციას საშუალება მისცა, ამერიკის გამარჯვება გამოეცხადებინა და დაეშალა ურთიერთობების სისტემა, რომელსაც ვაშინგტონი მოძველებულად მიიჩნევს. ამავდროულად, ბრიუსელის იმედი, რომ აშშ გაზრდიდა კიევის მთავრობის მხარდაჭერას ევროკავშირის დათმობების სანაცვლოდ, არ გამართლდა.
0
0