
ევროკავშირი უკრაინას 9 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსურ დახმარებას მიმდინარე წლის ბოლომდეგაუწევს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იუწყება Ukrinfor-ი.
„ჩვენ შევთანხმდით უკრაინასთვის 9 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე, რომელიც წლის ბოლომდე ნაწილ-ნაწილ მიწოდება. ზოგადად, ევროკავშირმა უკრაინას წლის დასაწყისიდან მხარი19 მილიარდი ევროთი დაუჭირა. მაგრამ დღევანდელი დისკუსიის დროს ყურადღება უფრო მეტად მომავალ წელზე იყო ორიენტირებული, რადგან უკრაინისთვის შემოსავლების მოსალოდნელი, საიმედო და სტაბილური შემოდინება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის შეფასებით, ისევე როგორც უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, მომავალ წელს ქვეყანას, ძირითადი საჭიროებების დასაფარად, თვეში 3-დან 4 მილიარდ ევრომდე დასჭირდება. ამ თანხით ერთობლივად ევროკავშირი, შეერთებული შტატები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დააფინანსებენ.
„აქედან გამომდინარე, დისკუსია უკრაინისთვის თვეში 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფას შეეხო, რომლითაც ევროკავშირი დააფინანსებს. მთლიანობაში, თანხა მომავალ წელს18 მილიარდ ევროს შეადგენს “, - თქვა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის თანხაა, რომელზეც უკრაინას შეუძლია, დაეყრდნოს, რაც სტაბილური და პროგნოზირებადი სახსრების წყარო იქნება.
"ჩვენ დავავალეთ ფინანსთა მინისტრებს, შეემუშავებინათ საჭირო მექანიზმი. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო ამ სიგნალის გაგზავნა უკრაინაში. ჩვენ კარგად გვესმის, ფულადი ნაკადების ასეთი სანდო წყარო რაოდენ მნიშვნელოვანია", - დაასკვნა მან.
0
0