24/04/2023
22:44
პოლიტიკა
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეფორმების განხორციელების პროცესი განიხილეს.
როგორც ვარჰეიმ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, უპირატესი ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე (FAC) შევხვდი რათა განგვეხილა რეფორმების პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესი.
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024