
იტალიური ყოველდღიური გაზეთი Corriere della Sera რომის პაპის გარდაცვალებაზე ჩინური მედიის რეაქციას გამოეხმაურა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინელებს ამ თემაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე მსოფლიოს მედიის უმეტესობას.
"ჩინელები რომის პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ბლოკავენ და არ ავრცელებენ. უმსხვილესმა ჩინურმა საგაზეთო ონლაინ გამოცემებმა და ძირითადმა ჩინურმა პორტალებმა, მათ შორის ინგლისურენოვანმა, მხოლოდ რამდენიმე სტრიქონისგან შემდგარი ინფორმაცია გამოაქვეყნა ფრენსისის გარდაცვალების შესახებ. ბევრი რედაქცია შემოიფარგლებოდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს რომის კორესპონდენტის მიერ გაგზავნილი მხოლოდ მოკლე ანგარიშის გამოქვეყნებით. უფრო მეტიც, ეს მასალები არ გამოქვეყნებულა მთავარ გვერდებზე, არამედ - მსოფლიო ინფორმაციის განყოფილებებში, ბევრ სხვა სიახლეს შორის.
ფრენსისს ჩინეთსა და ვატიკანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება სურდა. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპი პეკინში არ ჩასულა, ჩინეთის დედაქალაქში მოგზაურობა მისთვის, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო. ამავდროულად, ფრანცისკეს პოზიციის მიუხედავად, რომის პაპის გარდაცვალება ჩინური მედიის მხრიდან, ფაქტობრივად, იგნორირებულია", - წერს Corriere della Sera.
0
0