05/12/2023
16:50
მსოფლიო
ევროკომისარი საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონი, ისრაელისა და პალესტინის სამხედრო დაჯგუფება ჰამასის ომის შედეგად, საშობაო არდადეგების დროს, ევროპაში ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იოჰანსონმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი გაფრთხილება გაჟღერდა იმ გამოძიების ფონზე, როდესაც ფრანგი გამომძიებლები სწავლობენ ტერორისტულ თავდასხმას პარიზში, ეიფელის კოშკზე.
„ისრაელსა და ჰამასს შორის ომისა და ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის გამო, სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად ევროკავშირში ტერორისტული თავდასხმების დიდი რისკი არსებობს“, - თქვა იოჰანსონმა.
”ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მოხდა ახლახან პარიზში, სამწუხაროდ, ეს ადრეც ვნახეთ,” - თქვა მან ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრისას.
ცნობისთვის, პარიზის ცენტრში 2 დეკემბერს, ეიფელის კოშკთან, თავდასხმა მოხდა ტურისტებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
0
0