
როგორც Politico იუწყება, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კიევისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შემუშავებას შეაჩერებენ, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ იყო ინიცირებული. აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთის მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ განაპირობა.
,,ტექსტიდან ამოღებულია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ პუნქტი, რომელიც განსახილველად წარედგინა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბუდაპეშტმა ვეტო დაადო დოკუმენტის წინა ვერსიას,’’ - წერს Politico.
მანამდე კი, Bloomberg-ი, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, წერდა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაღრმავების შესახებ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დაპირების მიუხედავად, მათი რესურსები შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო.
0
0