16/12/2022
18:27
მსოფლიო
ევროკავშირი Twitter-ის მფლობელს, ილონ მასკს სანქციებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც მილიარდერ ილონ მასკის შესახებ წერდნენ, მოულოდნელად ანგარიშები გაუუქმდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
სოციალურ ქსელ „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა.
ევროკომისარმა ვერა ჟუროვამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს, რადგან აქტი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას.
„ილონ მასკმა უნდა იცოდეს ეს. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. და სანქციებიც, მალე“, - დაწერა ევროკომისარმა, ვერა იუროვამ.
მისი თქმით, ჟურნალისტების თვითნებური დაბლოკვის ამბები შემაშფოთებელია.
„ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მოითხოვს მედიის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. იგი დაცულია ჩვენი მედიის თავისუფლების აქტით“, - აცხადებს ევროკომისარი.
შეგახსენებთ, ჟურნალისტებს, რომლებიც მასკის შესახებ წერდნენ, Twitter-ზე ანგარიშები დაუბლოკეს.
0
0