
ევროკავშირი ღაზის სექტორში საჰაერო ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინიციატივით, ჰუმანიტარული საჰაერო ხიდი ეგვიპტის გავლით გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული ზავი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამ დრომდე მიუღწეველია.
„ისრაელს უფლება აქვს დაიცვას თავი ჰუმანიტარული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელები კი, ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ. ისინი არ არიან პასუხისმგებელი „ჰამასის“ ბარბაროსობაზე და მათ ასეთი ძვირი საფასური არ უნდა გადაიხადონ. ამიტომაც კომისია ღაზის მოსახლეობისთვის დახმარებას სამჯერ - 75 მილიონ ევრომდე გაზრდის. ჩვენ ასევე ინიციატივით გამოვდივართ გაიხსნას ჰუმანიტარული საჰაერო ხიდი ეგვიპტის გავლით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0
0