
კარგი ამბავი იმაშია რომ არც ევროკავშირი და არც აშშ არ აპირებს, ქვეყანა, ხალხი დასაჯოს და ისინი ძალიან მკაფიოდ გვეუბნებიან, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ვისი გადასაწყვეტიცაა ჩვენი მომავალი, ასეთი მთავრობით თქვენი ადგილი ვერ იქნება ჩვენს გვერდით, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პრობლემა რაშია - ამ კანონით მტერი დაარქვეს მოყვარეს. თავისუფალ სამყაროს უწოდეს უცხო ძალები, რომლებიც თურმე საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან, მაშინ როდესაც ერთადერთი ძალა, პლატფორმა, რამაც საქართველოს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში უზრუნველყო, დღემდე ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ახერხებს, ეს არის თავისუფალი სამყარო. სუვერენიტეტს ებრძვის თურმე ევროპა და ამერიკა, რომლებიც მუდამ გვერდში გვედგნენ უსაფრთხოების, ეკონომიკის, რეფორმების, საინვესტიციო პროექტების თვალსაზრისით. სოფელი არ არის საქართველოში დარჩენილი, სადაც ევროპულ-ამერიკული დახმარებით არ არის გაკეთებული გზები, არ არის გაყვანილი განათება და ა.შ... ასეთ ვითარებაში ამ ხალხს მტერს უწოდებენ. ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, უცხო ქვეყნის აგენტებად აცხადებენ და ახლა უკვირთ, კი მაგრამ რატომ დაგვსაჯესო. კარგი ამბავი იმაშია რომ არც ევროკავშირი და არც აშშ არ აპირებს, ქვეყანა, ხალხი დასაჯოს და ისინი ძალიან მკაფიოდ გვეუბნებიან, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ვისი გადასაწყვეტიცაა ჩვენი მომავალი, ასეთი მთავრობით თქვენი ადგილი ვერ იქნება ჩვენს გვერდით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
0
0