
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტების შემუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ამ თემაზე დებატები უფრო რთული ხდება.
„სანქციების შესახებ თითოეული განხილვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წინა“, - განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს კიევში მოგზაურობისას.
მიშელი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტის მოსამზადებლად - წერს Bloomberg.
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ ვართ ერთიანები. ჩვენ ასევე გადავწყვეტთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, რა არის საერთო მიზნები", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ზოგადად სანქციები უნდა გამკაცრდეს და მასში მეტი ქვეყანა ჩაერთოს.
0
0
გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა
18/02/2026