ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. შვეიცარია უნგრეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
12′ წუთი. შვეიცარიის ნაკრები წინ „ლუდოგორეცის“ თავდამსხმელმა, კვადვო დუამ გაიყვანა. 27 წლის ფეხბურთელს გადაცემა მიშელ ებიშერმა გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დუასთვის მხოლოდ მეორე იყო ეროვნული გუნდის რიგებში.
45′ წუთი. შვეიცარიელთა უპირატესობა ორამდე „ჯენოას“ ფეხბურთელმა, ებიშერმა გაზარდა და საგოლე პასს გოლიც დაუმატა. მან გულაშის კარის აღება ეფექტური შორეული დარტყმით მოახერხა.
66′ წუთი. „ლივერპულის“ ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის გადაცემის შემდეგ „ფერენცვაროშის“ თავდამსხმელმა, ბარბარას ვარგამ უნგრელთა ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა.
90+3′ წუთი. უნგრეთის ნაკრების მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რომლითაც შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა, ემბოლომ ისარგებლა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში გერმანიის ნაკრები ლიდერობს, მეორეზე კი შვეიცარიაა. მეორე ტურში გერმანიის მეტოქე უნგრეთი იქნება, ხოლო შვეიცარია შოტლანდიას დაუპირისპირდება.
0
0