23/08/2023
23:58
მსოფლიო
Financial Times: თვითმფრინავი, რომელსაც პრიგოჟინი გადაჰყავდა, ჩამოაგდეს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემით - განაცხადა დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ინციდენტის შესახებ იყო ინფორმირებული. თუმცა, მან ვერ დაადასტურა, იყო თუ არა პრიგოჟინი ბორტზე. მან დასძინა: "პუტინი ტყვეებს არ იღებს".
BBC-ის რუსული სამსახურის რედაქტორი სტივ როზენბერგი: პრიგოჟინის აჯანყებიდან ორი თვე გავიდა. თვითმფრინავი ჩამოვარდა. ცოტა ხნის შემდეგ, ჩნდება ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი მგზავრთა სიაში იყო. თუ ეს ასეა და თუ ის გარდაიცვალა, მაშინ ბევრი სპეკულაცია იქნება მისი გარდაცვალების გარემოებების გარშემო. იყო თუ არა ეს შურისძიების აქტი? და რა იქნება შედეგები?
The New York Times: პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი დგას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან. მან უპასუხა: "რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ მე არ ვიცი იმდენი, რომ პასუხი ვიცოდე".
The Telegraph: ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფამ გადაჭრა პუტინის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა. რეტროსპექტივაში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ პრიგოჟინმა ასე დიდხანს გაძლო. ცოტა დაიჯერებს, რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პრიგოჟინი, როგორც ჩანს, სამსახურში დაბრუნდა აფრიკიდან ვიდეო შეტყობინების გამოქვეყნებით. მაგრამ რეალურად დაქირავებულთა ოდესღაც ძლევამოსილ ლიდერს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა.
ცნობისთვის, “გარდაიცვალა ევგენი პრიგოჟინი” - ამის შესახებ სახელმწიფო ტელეარხმა “რუსეთი 24”-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია.
0
0