
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს.
როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება ტარდება.
უწყებაში ამ დროისთვის სხვა კომენტარი არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს შიდა სივრცე დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა.
ერთ-ერთი მგზავრი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.
ამ ეტაპზე, უცნობია ევაკუაციის მიზეზი.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026