06/01/2025
13:30
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ის ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ X-ზე ავრცელებს.
„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.
ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.
0
0