05/01/2025
21:10
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, “ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა”.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს, მანამდე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ჩამოსვლა და ამაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი - ეს რა ქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა. საკითხავი ისაა, მოიყოლებს თუ არა ის ქვეშ ოპოზიციას.
P.S. მანამდე იგულაონ ცოტა ხანი კიდევ რუსთაველზე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
0
0