10/03/2026
20:06

ყველა მხარეს ვუთხარი, ეს ქართველებს შორის უნდა გადაწყდეს. თუ შეგვეძლება დახმარება, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა იქნება ევროპელი პარტნიორების შემდეგი ნაბიჯები „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების შესაჩერებლად?“.
მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი და მათი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.
„მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ექსპერტების ვიზიტი და ჩვენი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს. რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით.
მოხსენებაზე წვდომა არ მაქვს. არ მინახავს, არსებობს თუ არა ახალი მოხსენება, რადგან ჩემთვის არავის უთქვამს, თუმცა გამოვიჩინოთ პატივისცემა მექანიზმისადმი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევძელით ყველა მხარესთან ჩართულობა, შევძელით, პირდაპირ გამოგვეხატა ის, რაც ნამდვილად გვაქვს სათქმელი. დემოკრატია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაციის ყველა, 57 წევრ სახელმწიფოში პოლიტიკურ კონკურენციას მოითხოვს. ეს საკითხიც დავაყენეთ პრემიერ-მინისტრთან და ყველა სხვა მხარესთან. აუცილებელია, ყველა პარტიას შეეძლოს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობა “, – განაცხადა პერე ჟოან პონმა.
1
0