
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ, ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას, ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, ეუთო რჩება უნიკალურ პლატფორმად ინკლუზიური დიალოგისთვის, რითაც ხელს უწყობს კონსტრუქციულ ჩართულობას, თანამშრომლობასა და რისკების შემცირებას, რომელთაგან თითოეული კრიტიკულად აუცილებელია უსაფრთხოების ამჟამინდელ გარემოში, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს წერილშია ნათქვამი.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ეუთო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და და პრაქტიკული, ხალხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
„მოცემულ კონტექსტში, თქვენი ყოფნა ვენაში „უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის“ თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს გამოცხადებასთან დაკავშირებით, იქცა მნიშვნელოვან სიგნალად, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო კვლავაც დიალოგის, თანამშრომლობისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მომხრეა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ეუთო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და და პრაქტიკული, ხალხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ორგანიზაცია კვლავაც უაღრესად აფასებს საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში.
0
0