
უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამშრომლობით, რომელიც საჭიროებს დიალოგს რისკების შესამცირებლად, კრიზისების მართვას და სამხედრო გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მექანიზმების ვერიფიკაციასა და შეიარაღების კონტროლს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ბოლო წლებში იხილეს უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა, რაც დაუშვებელია“.
„ჩვენ აღარ ვართ 70-იან ან 90-იან წლებში. გვჭირდება აღჭურვა ინსტრუმენტებითა და მოქნილობით, რათა ვიყოთ უფრო ეფექტურები. 21-ე საუკუნის სამყაროში, ჩვენ გვჭირდება რეფორმები, მნიშვნელოვანი სიმამაცე და ეფექტური რეფორმები, რათა შევამციროთ ხარჯები და ჩვენი ძალისხმევა, რესურსები მივმართოთ იმაზე, რაც კარგად გამოგვდის და რასაც ღირებულებას ვმატებთ. მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო და პასუხისმგებლობა ავიღო პერსონალისა და სხვა ხარჯების ათი პროცენტით შემცირებაზე. ეს იქნება რთული, მაგრამ შევძლებთ შიდა სტრუქტურის ოპტიმიზაციით, პრიორიტეტების მკაფიოდ დასახვით, იმის შერწყმით, რისი გაერთიანებაც შეიძლება და შემცირებით, რაც ზედმეტია. ვიცით, როგორ უნდა ვიყოთ ეფექტურები და შედეგიანები, მაგრამ დაფინანსებასა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით არსებული მკაცრი წესები საშუალებას არ გვაძლევს, უფრო მოქნილად გავანაწილოთ რესურსები შიგნით. ერთი მარტივი გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის, ამ ორგანიზაციაში რეფორმების პოტენციალი გამოვლინდეს. ეს მიგვიყვანს ხარჯების შემცირებასა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებამდე. არ გარწმუნებთ, რომ წინ გზა მარტივი იქნება. ვამბობ, რომ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია უკრაინაში ომის დასრულება. შესაძლებელია, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ შეთანხმების რეალიზაციას, რომელსაც მხარეები მიაღწევენ და შესაძლებელია სრულფასოვანი დიალოგის აღდგენა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალზე.
1970-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გლობალური ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, რომელმაც მიგვიყვანა ჰელსინკის ფინალურ აქტამდე და დღეს ამ ჩარჩოთი ვმუშაობთ. შესაძლოა, ჩვენ კვლავ ასეთ ზღვარზე ვიმყოფებით. გაიხსენეთ, რომ ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმ დროს, როდესაც ურთიერთგანადგურების საფრთხე პირველ პლანზე იდგა. ეს შესაძლებლობები 1975 წლის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა. ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა, რაც დაუშვებელია. ნუ დავივიწყებთ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასდროს უნდა მოხდეს. ნუ ვითამაშებთ ცეცხლთან. უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული მხოლოდ სამხედრო შეკავებით. შეკავება აუცილებელია, თუმცა მას შეიარაღების რბოლამდე მიყვანა შეუძლია, რასაც დესტაბილიზაციური შედეგები ექნება ყველა ჩვენგანისთვის. უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამშრომლობით, რომელის საჭიროებს დიალოგს რისკების შესამცირებლად, კრიზისების მართვას და სამხედრო გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მექანიზმების ვერიფიკაციასა და შეიარაღების კონტროლს“, – განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა.
0
0
ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
04/12/2025