23/12/2024
11:55
პოლიტიკა
ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით, - ამის შესახებ "სტრატეგია - აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუცია ერთადერთი ლეგიტიმური უწყებაა და მზად არიან პრეზიდენტთან ერთად არჩევნების დღესთან და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს.
„არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს. პროტესტი, რომელიც უპრეცედენტოა, ამის ცალსახა დადასტურებაა. საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ არის, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად საერთაშორისო მასშტაბით, არათუ ჩვენ, არავინ არ თვლის. შესაბამისად "ქართული ოცნება" გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისთვის, რომ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს საჭიროა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასევე, უნდა გათავისუფლდნენ დაპატიმრებული დემონსტრანტები და შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0