
ადრე გვქონდა კომუნიკაცია ეუთო-სთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეუთო არის ორგანიზაცია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. მათ შორის ეუთო-ს წევრი არის რუსეთი, ამიტომ ეუთო-ში მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც რუსეთიც უნდა დათანხმდეს. ასეთი ორგანიზაციაა, ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ. ყველგან ჩადიან და ყველას ელაპარაკებიან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, იგივე ადამიანი ცოტა ხნის წინ ჩასული იყო მოსკოვში და მოსკოვშიც ჰქონდა შეხვედრები.
„ეუთო-ს ინსტიტუტი არის ოდირი, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაცია, არის ეუთო-ს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. იქ წერია ყველაფერი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
0
0