02/11/2025
18:56

გერმანული კომპანიები პუტინს წელიწადში 2 მილიარდ დოლარს უხდიან.- წერს "ევრონიუსი"
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სამი წლის შემდეგაც კი, რუსეთში 248 გერმანული კომპანია კვლავ ოპერირებს.
248 გერმანული კომპანია სანქციების ე.წ. ხვრელს რუსეთში ბიზნესის კეთების გასაგრძელებლად იყენებს.
ეკონომიკის ექსპერტები ამის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ რომ ეს, მორალურად გაუმართლებელია. კრიტიკოსები ამ კომპანიებს პუტინის „საომარი ფონდის“ შევსებაში ადანაშაულებენ.
კიევის ეკონომიკუერი სკოლის (KSE), B4Ukraine -ის ანგარიშის თანახმად, რუსეთში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა მხოლოდ 2024 წელს გადასახადების სახით, მინიმუმ 20 მილიარდი დოლარი გადაიხადეს. ეს მაჩვენებელი გერმანულ კომპანიებსაც მოიცავს.
ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიღებულმა მთლიანმა თანხამ 60 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გერმანული კომპანიები კრემლის ხაზინაში მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორები არიან შეერთებული შტატების შემდეგ. 2024 წელს ამერიკულმა კომპანიებმა კრემლს კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის სახით 1.2 მილიარდი დოლარი გადაუხადეს, ხოლო გერმანულმა კომპანიებმა კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის სახით 594 მილიონი დოლარი.
„ევრონიუსმა“ გერმანულ კომპანიებს ჰკითხა, თუ რატომ არ ტოვებენ ისინი სრულად თავიანთ ბიზნესს რუსეთში.
„დაახლოებით 1800 თანამშრომლისა და მათი ოჯახების, ასევე რუსეთში Hochland ჯგუფის დიდი ხნის პარტნიორების მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობის გამო“, - უპასუხა ყველის მწარმოებელმა Hochland -მა „ევრონიუსს."
0
0