
ირანმა, შესაძლოა, ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ტერორისტული ოპერაციები გააფართოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ euractiv-ი გერმანიის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გერმანულმა უწყებამ მედიას განუცხადა, თეირანმა, შესაძლოა, სამიზნედ აირჩიოს ებრაული და ისრაელური ობიექტები, ასევე სხვა პირები, რომლებსაც რეჟიმის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს.
გერმანიის დაზვერვის სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები გარკვეული პირები ირანში სამხედრო მომზადებისთვის ან ირანის რეჟიმთან თანამშრომლობის მიზნით მიემგზავრებოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ საქმიანობას აქტიურად აკვირდებიან.
„ომის დასრულების შემდეგ ირანის რეჟიმმა, შესაძლოა, საკუთარი სადაზვერვო სამსახურები გამოიყენოს რეჟიმის ოპონენტების, პროებრაული, პროისრაელური და ამერიკული ობიექტების, ასევე ირანელი დისიდენტების წინააღმდეგ“, – აცხადებენ გერმანიის სპეცსამსახურებში.
გერმანული დაზვერვის წარმომადგენლები შიშობენ, რომ თეირანმა, შესაძლოა, რესურსები საზღვარგარეთ ოპერაციებზე გადაამისამართოს, როგორც კი რეჟიმზე ზეწოლა შემსუბუქდება.
0
0