27/04/2022
22:01
პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევისთანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% სრულად, ხოლო 14% ნაწილობრივ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
IRI
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60% სრულად, ხოლო 15% ნაწილობრივ ემხრობა NATO-ში გაწევრიანებას. 4% ნაწილობრივ, ხოლო 6% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
მოსახლეობის 43%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერებაა, ხოლო NATO-ს შემთხვევაში, 31% მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება. საზოგადოების 28%-ის აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი დაბრკოლება პოლიტიკური არასტაბილურობაა. NATO-ს შემთხვევაში 32% თვლის, რომ დაბრკოლება რუსეთია.
კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.
0
0