18/12/2023
20:28
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. არსებული ინფორმაციით, 1-ლი იანვრიდან ევროკავშირი რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს შემოიტანს.
ასევე, 1-ლი მარტიდან მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება. სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტს.
ევროკავშირმა ასევე დაავალა ევროპულ კომპანიებს, პარტნიორებთან კონტრაქტებში დათმონ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვა. სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს თხევადი პროპანის იმპორტის აკრძალვას 12-თვიანი გარდამავალი პერიოდით.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024